• Contact Us
    • Ελληνικά
    • English
    • Türkçe

    Logo Logo

    • The Patriarch
      • Welcome Message
      • Biography
      • Messages
      • Encyclicals
      • Homilies and Speeches
      • Letters
      • Publications
      • Private Patriarchal Office
      • Official Photographs
    • The Patriarchate
        History
        • A BRIEF HISTORY OF THE ECUMENICAL PATRIARCHATE
        • LIST OF PREVIOUS PATRIARCHS
        • The Patriarchal Church
        • The Patriarchal Court
        • Historical Patriarchal Collections
        • Patriarchal Archive and Library
        Administrative Structure
        • THE HOLY AND SACRED SYNOD

          • COMPOSITION OF THE HOLY SYNOD
          • CHIEF SECRETARIAT OF THE HOLY SYNOD
          • SYNODAL DECISIONS
          • SYNODAL LETTERS AND ENCYCLICALS
        • HIERARCHY OF THE ECUMENICAL THRONE

          • METROPOLITANS AND ARCHBISHOPS
          • METROPOLITANS IN THE EPARCHIES OF THE "NEW LANDS"”
          • TITULAR METROPOLITANS AND ARCHBISHOPS OF THE THRONE
          • EPARCHIAL BISHOPS OF THE THRONE
          • AUXILIARY BISHOPS OF THE THRONE
          • Retired Hierarchs of the Throne
          Synodal Committees
        • GRAND CHANCELLERY
        Institutes - Organizations
        • Patriarchal Institutes
        • Patriarchal Organizations
        • Theological School of Halki
    • EPARCHIES of the Throne
        EPARCHIES
        • Archdiocese of Constantinople
        • Holy Metropolises in Turkiye
        • Holy Metropolises in Greece
        • Other Eparchies in Europe
        • Eparchies in America
        • Eparchies in Asia
        • Eparchies of Oceania
        • Autonomous Churches
        • Patriarchal and Stavropegic Monasteries
        Map


    • News
        News Reports
        • Press Reseases
        • Announcements
        • PATRIARCHAL AUDIENCES AND REPRESENTATIONS
        • NEWS FROM THE DIOCESES
        • VARIOUS SPEECHES (FULL TRANSCRIPTS)
        • Interviews
        • LIVE BROADCASTS/VIDEO
        • Photographs
        Activities
        • Patriarch's Itinerary
        • Schedule
        ORTHODOXIA Periodical
        • Latest Issue
        • Previous Issues
        Office of Press and Communications
    • Resources
        HOLY AND GREAT COUNCIL
        • Official Documents
        • Pre-Conciliar Documents
        • Patriarchal Homilies
        • Speeches and Addresses
        Interfaith and Academic Dialogues
        • Dialogue Between the Orthodox Church and Judaism
        • Dialogue Between the Orthodox Church and Islam
        • Interfaith Meetings - Conferences
        Orthodoxy and the Environment
        • Messages of September 1st
        • Patriarchal Homilies
        • Halki Summit
        • Ecological Symposia
        • Common Declarations
        Orthodoxy and bioethics
        Theological, Historical and other texts
        Various Speeches (Full Transcripts)
        Autocephaly of the Orthodox Church of Ukraine
        • Tome of Autocephaly
        • Decisions of the Holy Synod
        • Speeches
        • Historical Documents and reflections
        • Memorandum of Collaboration
        • Announcements
        • Interviews
        Interchristian Relations
        • Dialogue with the Roman Catholic Church
        • Dialogue with the Anglican Communion
        • Dialogue with the Old Catholic Church
        • Dialogue with the Lutheran Evangelical Churches
        • Dialogue with the Evangelical Church In Germany (EKD)
        • Dialogue with the Lutheran Church In America
        • Dialogue with the Reformed Churches
        • Dialogue with the Ancient Eastern Churches
        • Participation of the Ecumenical Patriarchate in the World Council of Churches (WCC)
        • Participation of the Ecumenical Patriarchate in the Conference of European Churches (CEC)
        • Joint Declarations and Communiques
    • Venerable Patriarchal Church of St. George
      • BRIEF HISTORY
      • Divine Services in the Patriarchal Church
      • Photographs
      • Schedule of Divine Services
    • Holy Temples
      • Archdiocese of Constantinople
      • Dioceses of the Patriarchate
    1. Home
    2. News
    3. News Reports
    4. Announcements
    5. მსოფლიო პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე (2026)

    Blog

    მსოფლიო პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე (2026)

    Posted on 09/04/2026

    † ბართლომეოსი

    წყალობითა ღმრთისათა

    მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა — ახლისა რომისა

    და მსოფლიო პატრიარქი

    ეკლესიის სისავსეს:

    მადლი, მშვიდობა და წყალობა დიდებით აღმდგარი ქრისტესი იყოს თქვენ ყოველთა თანა

    ***

    ყოვლადღირსნო ძმანო იერარქნო და უფლისმიერ კურთხეულნო შვილნო,

    მარხვით, ლოცვითა და სულიერი ღვაწლით განმტკიცებულნი, მოვიწიეთ ბრწყინვალე და ყოვლადსაზეიმო დღემდე წმიდისა პასექისა და ვუგალობთ და ვადიდებთ ჩვენი უფლის, ღმრთისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ქვეყნისა მხსნელ აღდგომას, რომელიც ცხადად ამტკიცებს სიცოცხლის გამარჯვებას სიკვდილზე, განაახლებს ყოველ ქმნილებას და კაცობრიობას უხსნის გზას მადლით განღმრთობისაკენ. ქრისტეს ეკლესია ინახავს საპასექო გამოცდილებას თავის ლიტურგიულ ცხოვრებაში, წმიდათა და მოწამეთა ღვაწლში, მონაზვნობის ესქატოლოგიურ მისწრაფებაში, სახარების ქადაგებაში „ქვეყნის კიდემდე“, საღვთისმეტყველო მოღვაწეობასა და საეკლესიო ხელოვნებაში, მორწმუნეთა კეთილ მოწმობაში მსოფლიოში, სიყვარულისა და თანადგომის კულტურაში და იმ ურყევ რწმუნებაში, რომ ბოროტებას არ აქვს უკანასკნელი სიტყვა ისტორიაში.

    უფლის აღდგომა ცოცხლდება, ვითარცა ქრისტესმიერი თავისუფლება, რომელიც შთააგონებს, კვებავს და აძლიერებს ადამიანის შემოქმედებით ძალებსა და კეთილ ღვაწლს „რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც სამართლიანია, რაც წმიდაა, რაც სათნოა, რაც სასახელოა“[1], ამავე დროს კი შეგვახსენებს, რომ აღდგომისაკენ სვლა განუყოფელად არის დაკავშირებული ჯვართან. ამ კავშირმა დაიცვა ღმრთის ერი ამ სოფლის სულთან გაიგივებისაგან და ამავე დროს იხსნა უნაყოფო ჩაკეტილობისა და უსიცოცხლო სულიერებისაგან, რომელსაც აკლია დინამიკა და სასოების სუნთქვა. მორწმუნეთა ცხოვრება ჯვარცმულსა და აღმდგარ ქრისტეში დღესაც ამხელს ყოველგვარ უცხო განმარტებას ქრისტიანული ეთოსისა, ვითარცა „სუსტის მორალი“, რომელიც თითქოსდა გამოიხატება სიმდაბლით, მიტევებით, მსხვერპლშეწირული სიყვარულით, ასკეზითა და უფლის სიტყვით: „მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს“,[2] და სხვა იმ სათნოებებით, რომლებიც ჩვენი თვითმყოფადობის გულს წარმოადგენს. ამგვარი წაკითხვა ქრისტიანული ეთოსისა სრულიად შორს დგას ჭეშმარიტებისაგან, ვინაიდან მსხვერპლშეწირული სიყვარული, „რომელიც თავისას არ ეძიებს“, განუყოფელია სიმამაცისა, სიმტკიცისა და ეგზისტენციალური ჭეშმარიტებისაგან. პასექი არის ჰიმნი ამ თავისუფლებისა, რწმენისა, „რომელიც მოქმედებს სიყვარულით“,[3] რომელიც არაა ჩვენი დამსახურება, არამედ ზეგარდმო მადლი და ნიჭი, და რომელიც ხორციელდება ეკლესიის წმიდა საიდუმლოებებში და მოყვასის მსახურების „საიდუმლოში“. რამეთუ „ღვთის სიყვარული არ ითმენს კაცთმოყვარეობის გარეშე არსებობას“.[4]

    ქრისტეს ეკლესია — „მარილი ქვეყნისა“, „ნათელი სოფლისა“, ქალაქი „მთაზე დადგმული“ და სასანთლე „სასანთლეზე დადებული“[5] — მოწმობს მოქმედად სამყაროში, ჟამთა ნიშნების წინაშე, მადლისა, რომელიც მოგვეცა, და „იმ სასოების შესახებ, რომელიც არის ჩვენში“.[6] ჯვრისა და აღდგომის უწყება დღესაც ისმის, ვითარცა მშვიდობის, შერიგებისა და სამართლიანობის სახარება. ომი, სიძულვილი და უსამართლობა ეწინააღმდეგება იმ ძირითად ქრისტიანულ პრინციპებს, რომელთა განხორციელებისა და დამკვიდრებისათვის ღმრთის ერი ყოველდღე ლოცულობს და იღვწის. აღდგომის ნათელში ვევედრებით უფალს ომის ძალადობის მსხვერპლთათვის, ობოლთათვის, დედათათვის, რომელნიც ტირიან თავიანთ შვილებს, და ყოველთა მათთვის, რომელნიც სხეულითა და სულით იტვირთავენ ადამიანური სისასტიკის შედეგებს. „ქრისტე აღდგა“ არის ძალადობისა და შიშის უარყოფა და მშვიდობისაკენ მოწოდება. ომი შობს გოდებასა და სიკვდილს, ხოლო აღდგომა ამარცხებს სიკვდილს და ანიჭებს უხრწნელებას.

    ომის სისასტიკის ყოველდღიურ სურათთა წინაშე, ეკლესია აღიმაღლებს ხმას და ქადაგებს ადამიანის პიროვნების სიწმიდეს — ყოველი კონკრეტული ადამიანის ღირსებას დედამიწის ყოველ კუთხეში — და მოგვიწოდებს სრულ პატივისცემას ამ ღირსებისადმი; მოგვიწოდებს, „ვიცოდეთ საკუთარი ღირსება, პატივი მივაგოთ პირველსახეს, შევიცნოთ საიდუმლოს ძალა და გავიაზროთ, ვისთვის მოკვდა ქრისტე“.[7] უფლის აღდგომა არის ადამიანის აღდგენა მის დასაბამიერ მოწოდებაში. იგი, ვითარცა „სხვა, მარადიული ცხოვრების დასაწყისი“, კურნავს გაუცხოებას და ამყარებს იმ მშვიდობას, „რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება“[8], და რომელიც მოიცავს ამქვეყნიურ შერიგებასა და მშვიდობასაც.

    ღვთივსულიერი შთაგონებით, მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და დიდმა კრებამ, რომლის მოწვევის მეათე წლისთავს წელს აღვნიშნავთ, ხაზგასმით აღნიშნა ეკლესიის მოვალეობა, „მოიწონოს ყველაფერი, რაც ნამდვილად ემსახურება მშვიდობას (რომ. 14,19), და ხსნის გზას სამართლიანობის, ძმობის, ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ურთიერთსიყვარულისკენ ერთი ზეციური მამის ყველა შვილს შორის, ასევე ყველა ხალხს შორის, რომლებიც წარმოადგენენ ერთ ადამიანურ ოჯახს.“.[9]

    წმიდა პასექი არის ჩვენი სულიერი ცივილიზაციის მთლიანობა, ჩვენი კეთილმორწმუნეობის გული. უფლის აღდგომა არის ჩვენი საკუთარი აღდგომაც ამჟამად, და ამავე დროს წინასახე და წინარე გემო „საერთო აღდგომისა ყოველთა კაცთასა“ და მთელი ქმნილების განახლებისა. აღმდგარი ქრისტეს სახის ყოვლადბრწყინვალე ნათლით განათლებულნი და ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით მისი ყოვლადწმიდა სახელის მადიდებელნი — მშვიდობის მთავრისა, რომელიც არის ჩვენთან „მარადჟამს საუკუნის აღსასრულამდე“[10] — გისურვებთ კურთხეულ აღდგომას, ღვთიური ნიჭებით აღვსილ საპასექო ჟამს და ყოველთა დღეთა თქვენთა, რათა სიხარულით ვღაღადებდეთ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

    ფანარი, წმიდა პასექი 2026

    † ბართლომეოს კონსტანტინოპოლელი

    მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს წინაშე

    თქვენ ყოველთათვის მხურვალედ მვედრებელი

     

    _____________

    წაკითხულ იქნას წმიდა პასექის დღესასწაულზე, საღმრთო ლიტურგიაზე, წმიდა სახარების შემდგომ.

    [1] ფილ. 4:8.

    [2] მათე 5:39. 

    [3] გალ. 5:6.

    [4] წმიდა მაქსიმე აღმსარებელი, ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ, I.15. PG 90, 964.

    [5] მათე 5:13-15.

    [6] 1 პეტრე 3:15.

    [7] წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი, სიტყვა 1: წმიდა აღდგომისა და დაყოვნებისათვის, PG 35, 397.

    [8] ფილ. 4:7.

    [9] მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში, გ, § 5.

    [10] მათე 28:20.

     

    __________

    photo: Nikos Papachristou

    Latest News

    SECOND PLENARY MEETING OF THE 19th SESSION OF THE JOINT INTERNATIONAL COMMISSION ON THEOLOGICAL DIALOGUE BETWEEN THE LUTHERAN WORLD FEDERATION – COMMUNIQUE

    15/05/2026

    Announcement for the official Visit of His Beatitude the Pope and Patriarch of the Coptic Orthodox Church Tawadros II

    22/04/2026

    Paskalya Bayramı Münasebetiyle Patriklik Genelgesi 2026

    09/04/2026

    Osterbotschaft des Ökumenischen Patriarchen 2026

    09/04/2026

    Useful Links

    • Ancient Patriarchates
    • New Patriarchates
    • Autocephalous Churches

    Follow Us


    Terms of use
    Privacy Policy

    Navigation

    • The Patriarch
    • The Patriarchate
    • News
    • Resources
    • The Patriarchal Church
    • Holy Churches and Pilgrimages

    Contact

    Postal Address

    Rum Patrikliği, Dr. Sadık Ahmet Cad. No. 19,
    34083 Fatih-İstanbul, TURKIYE
    Tel: +90 (212) 531.9670 – 6

    Office of Press And Communications

    Director – Nikolaos-Georgios Papachristou
    Email: ecpatr.pressoffice@gmail.com

    Copyright © 2026 Ecumenical Patriarchate

    This website uses cookies to improve your experience. We'll assume you're ok with this, but you can opt-out if you wish. Cookie settingsACCEPT Reject
    Privacy & Cookies Policy

    Privacy Overview

    This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these cookies, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may have an effect on your browsing experience.
    Necessary Always Enabled

    Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. This category only includes cookies that ensures basic functionalities and security features of the website. These cookies do not store any personal information.

    Website is under development

    New content will be added soon
    We are sorry for the inconvenience

     

    Continue in the greek version

    Η ιστοσελίδα είναι υπό ανάπτυξη

    Σύντομα θα προστεθεί και νέο περιεχόμενο
    Λυπούμαστε για την ταλαιπωρία