• Contact Us
    • Ελληνικά
    • English
    • Türkçe

    Logo Logo

    • The Patriarch
      • Welcome Message
      • Biography
      • Messages
      • Encyclicals
      • Homilies and Speeches
      • Letters
      • Publications
      • Private Patriarchal Office
      • Official Photographs
    • The Patriarchate
        History
        • A BRIEF HISTORY OF THE ECUMENICAL PATRIARCHATE
        • LIST OF PREVIOUS PATRIARCHS
        • The Patriarchal Church
        • The Patriarchal Court
        • Historical Patriarchal Collections
        • Patriarchal Archive and Library
        Administrative Structure
        • THE HOLY AND SACRED SYNOD

          • COMPOSITION OF THE HOLY SYNOD
          • CHIEF SECRETARIAT OF THE HOLY SYNOD
          • SYNODAL DECISIONS
          • SYNODAL LETTERS AND ENCYCLICALS
        • HIERARCHY OF THE ECUMENICAL THRONE

          • METROPOLITANS AND ARCHBISHOPS
          • METROPOLITANS IN THE EPARCHIES OF THE "NEW LANDS"”
          • TITULAR METROPOLITANS AND ARCHBISHOPS OF THE THRONE
          • EPARCHIAL BISHOPS OF THE THRONE
          • AUXILIARY BISHOPS OF THE THRONE
          • Retired Hierarchs of the Throne
          Synodal Committees
        • GRAND CHANCELLERY
        Institutes - Organizations
        • Patriarchal Institutes
        • Patriarchal Organizations
        • Theological School of Halki
    • EPARCHIES of the Throne
        EPARCHIES
        • Archdiocese of Constantinople
        • Holy Metropolises in Turkiye
        • Holy Metropolises in Greece
        • Other Eparchies in Europe
        • Eparchies in America
        • Eparchies in Asia
        • Eparchies of Oceania
        • Autonomous Churches
        • Patriarchal and Stavropegic Monasteries
        Map


    • News
        News Reports
        • Press Reseases
        • Announcements
        • PATRIARCHAL AUDIENCES AND REPRESENTATIONS
        • NEWS FROM THE DIOCESES
        • VARIOUS SPEECHES (FULL TRANSCRIPTS)
        • Interviews
        • LIVE BROADCASTS/VIDEO
        • Photographs
        Activities
        • Patriarch's Itinerary
        • Schedule
        ORTHODOXIA Periodical
        • Latest Issue
        • Previous Issues
        Office of Press and Communications
    • Resources
        HOLY AND GREAT COUNCIL
        • Official Documents
        • Pre-Conciliar Documents
        • Patriarchal Homilies
        • Speeches and Addresses
        Interfaith and Academic Dialogues
        • Dialogue Between the Orthodox Church and Judaism
        • Dialogue Between the Orthodox Church and Islam
        • Interfaith Meetings - Conferences
        Orthodoxy and the Environment
        • Messages of September 1st
        • Patriarchal Homilies
        • Halki Summit
        • Ecological Symposia
        • Common Declarations
        Orthodoxy and bioethics
        Theological, Historical and other texts
        Various Speeches (Full Transcripts)
        Autocephaly of the Orthodox Church of Ukraine
        • Tome of Autocephaly
        • Decisions of the Holy Synod
        • Speeches
        • Historical Documents and reflections
        • Memorandum of Collaboration
        • Announcements
        • Interviews
        Interchristian Relations
        • Dialogue with the Roman Catholic Church
        • Dialogue with the Anglican Communion
        • Dialogue with the Old Catholic Church
        • Dialogue with the Lutheran Evangelical Churches
        • Dialogue with the Evangelical Church In Germany (EKD)
        • Dialogue with the Lutheran Church In America
        • Dialogue with the Reformed Churches
        • Dialogue with the Ancient Eastern Churches
        • Participation of the Ecumenical Patriarchate in the World Council of Churches (WCC)
        • Participation of the Ecumenical Patriarchate in the Conference of European Churches (CEC)
        • Joint Declarations and Communiques
    • Venerable Patriarchal Church of St. George
      • BRIEF HISTORY
      • Divine Services in the Patriarchal Church
      • Photographs
      • Schedule of Divine Services
    • Holy Temples
      • Archdiocese of Constantinople
      • Dioceses of the Patriarchate
    1. Home
    2. The Patriarch
    3. Encyclicals
    4. ქრისტესშობის საპატრიარქო ეპისტოლე 2025

    Blog

    ქრისტესშობის საპატრიარქო ეპისტოლე 2025

    Posted on 25/12/2025

    ✠ ბართლომეოსი

    წყალობითა ღმრთისათა

    მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა — ახლისა რომისა

    და მსოფლიო პატრიარქი

    ყოველსა სავსებასა ეკლესიისასა

    მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემს შობილი ქრისტე მაცხოვრისაგან

    ყოვლადღირსეულნო ძმანო მღვდელმთავარნო,

    უფლის მიერ საყვარელნო შვილნო,

    კიდევ ერთხელ ღირსნი ვიქმენით მივწვდენოდით დიდ დღესასწაულს — ხორციელ შობას ძისა და სიტყვისა ღმრთისასა; ამიტომ ვადიდებთ კაცთა მოდგმის მაცხოვარსა და ყოვლის ქმნილების მხსნელის, ხრწნილებისგან გამომხსნელის, იმ „გამოუთქმელ და შეუცნობელ გარდამოხრას“, და ანგელოზებთან ერთად განვაცხადებთ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება“.[1]

    ქრისტე გამოცხადდა ვითარცა „ემანუელი“[2] — „ღმერთი ჩვენთან“ და „ჩვენთვის“; ღმერთი, რომელიც თითოეულ ჩვენგანთან არის და „ჩვენთან უფრო ახლოსაც კი, ვიდრე ჩვენ ჩვენსავე თავთან“.[3] წინასაუკუნეთა სიტყვა ღმრთისა, რომელიც „თანაარსია მამისა“, როგორც ეს პირველი მსოფლიო კრების დოგმატური ფორმულირებით განისაზღვრა, — რომლის 1700 წლის იუბილეც წელს ღირსეულად აღინიშნა ქრისტიანულ სამყაროში — „ემსგავსება საკუთარ ქმნილებას“, სულიწმიდისაგან და ქალწულ მარიამისაგან განკაცებით, „რათა ადამიანები ღმერთებად აქციოს“ მადლით.

    ქრისტესშობის ტროპარი გვაუწყებს, რომ მაცხოვრის შობამ „აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა“ და გამოავლინა სიცოცხლისა და ისტორიის „ზედმიწევნითი და საყოველთაო მნიშვნელობა“ — ჭეშმარიტება, რომ მხოლოდ ქრისტიანულ სარწმუნოებას ძალუძს სრულად დააკმაყოფილოს გონების ღრმა ძიება და გულის წყურვილი; რომ „ხსნა არავისშია სხვა, თუ არა მასში“[4], ქრისტეში. ამიერიდან ის „შემეცნება“, რომელიც „განალაღებს“,[5] განისჯება უფლის სიტყვით: „შეიცანით ჭეშმარიტება, და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“.[6]

    განკაცების ზეგონებრივი მოვლენა სულიერად განიცდება და განახლდება მორწმუნეთა ცხოვრებაში, რომელთაც უყვართ მაცხოვარი ქრისტეს გამოცხადება. როგორც წერს წმიდა მაქსიმე აღმსარებელი: „ერთხელ სიტყვა ღმრთისა შობილ იქნა ხორციელად, მაგრამ მუდამ სურს სულიერად იშვას სიყვარულით მათში, ვინც ამას ესწრაფვის“.[7] ამ აზრით, ქრისტესშობის დღესასწაული, საღმრთო განკაცებისა და მადლით ადამიანის განღმრთობის დღესასწაული, არამხოლოდ გვაბრუნებს წარსულ მოვლენასთან, არამედ გვხელმძღვანელობს „მომავალი ქალაქისაკენ“,[8] მამის, ძისა და სულიწმიდის ზეციური სასუფევლისაკენ.

    მსოფლიოში, სადაც ომის ექო და იარაღის ხმაური ჭარბობს, კვლავ გაისმის ანგელოზთა „მშვიდობა ქვეყანაზე“, და უფლის ხმა აკურთხებს „მშვიდობისმყოფელთ“, ხოლო მისი წმიდა ეკლესია საღმრთო ლიტურგიაზე ლოცულობს „მშვიდობისთვის ზეგარდამო“ და „მშვიდობისთვის მთელი ქვეყნისა“. ცოცხალ ღმერთში ჭეშმარიტი რწმენა განამტკიცებს ჩვენს ბრძოლას მშვიდობისა და სიმართლისათვის, მაშინაც კი, როცა ადამიანურად გადაულახავ დაბრკოლებებს ვხვდებით. როგორც შთამაგონებლად აცხადებს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და დიდი კრების გზავნილი — რომლის ათი წლის იუბილეც მომავალ წელს აღინიშნება — „რელიგიური გამოცდილების ზეთი უნდა იქნეს გამოყენებული ჭრილობათა განსაკურნებლად და არა სამხედრო კონფლიქტების ცეცხლის ხელახლა გასაღვივებლად“.[9]

    მშვიდობის სახარება განსაკუთრებულად ჩვენ, ქრისტიანებს გვეხება. დაუშვებლად მიგვაჩნია გულგრილობა ქრისტიანობის დაქსაქსულობის მიმართ, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს თან ახლავს ფუნდამენტალიზმსა და ქრისტიანულთაშორისი დიალოგის აშკარა უარყოფას, რომლის საბოლოო მიზანიც დაყოფის გადალახვა და ერთობის მიღწევაა. ქრისტიანული ერთობისკენ სწრაფვა ეკლესიისთვის შეუქცევადი ვალდებულებაა. ქრისტიანთაშორისი დიალოგის მოძრაობის პიონერთა ღვაწლის გაგრძელებისა და მათი ხედვისა და შრომის გამართლების პასუხისმგებლობა დღეს ქრისტიანთა ახალგაზრდა თაობას ეკისრება.

    ჩვენ ვეკუთვნით ქრისტეს, რომელიც არის „ჩვენი მშვიდობა“[10] და ჩვენი ცხოვრების „სიხარულის სავსება“; ის „კეთილი ნება“, რომელიც აღმოცენდება დარწმუნებიდან, რომ „ჭეშმარიტება მოვიდა“ და „აჩრდილი წარხდა“, რომ სიყვარული ძლიერია სიძულვილზე და სიცოცხლე — სიკვდილზე, რომ ბოროტებას არა აქვს ბოლო სიტყვა სამყაროს ცხოვრებაში, რომელსაც წარმართავს ქრისტე — „იგივე გუშინ, დღეს და უკუნისამდე“.[11] ეს რწმენა უნდა ბრწყინავდეს და ცხადდებოდეს იმგვარად, როგორადაც ვზეიმობთ ქრისტესშობასა და ეკლესიის სხვა დღესასწაულებს. მორწმუნეთა სიხარულით აღნიშვნამ უნდა დაამოწმოს ჩვენი ქრისტეში რწმენის გარდამქმნელი ძალა. ეს უნდა იყოს კეთილი ნების და სულიერი სიტკბოების დრო, იმ გამოუთქმელი „დიდი სიხარულის“[12] განცდა, რომელიც „სახარებასთან თანაზიარებაა“.

    ყოვლადღირსეულნო ძმანო და საყვარელნო შვილნო,

    2026 წელს ქრისტეს წმიდა დიდ ეკლესიას ექნება პატივი აღნიშნოს 1400 წლის შესრულება იმ ისტორიული დღიდან, 626 წლის 7 აგვისტოდან, როდესაც აკათისტოს საგალობელი „დგომით“ იგალობა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ვლაქერნის ტაძარში ღამისთევის ჟამს, მადლიერების ნიშნად ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი, კონსტანტინოპოლის ქალაქის მტრულ ძალთაგან დაცვისათვის. ამ ისტორიული თარიღის აღსანიშნავად, მსოფლიო საპატრიარქოს 2026 წლის წლიური გამოცემა მიეძღვნება ამ ჩვენი ტრადიციისა და იდენტობისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენის გახსენებას, რომლებიც განუყოფლად და სიღრმისეულად არის დაკავშირებული ჩვენი მარადკურთხეული და ყოვლადწმიდა დედის, ხალხის დამცველისა და მფარველის, პატივისცემასთან.

    ამ სულისკვეთებით, როდესაც ვიხრით მუხლს ქალწულ მარიამის წინაშე, რომელიც მკლავებში ატარებს ყრმა იესოს, და თაყვანს ვცემთ საღმრთო სიტყვას, რომელმაც ჩვენი სახე შეიმოსა, ყველას გისურვებთ კურთხეულ წმიდა დღსასწაულებს და უფლის წყალობის ახალ წელს, კეთილ საქმეთა ნაყოფით სავსეს და საღმრთო ძღვენით აღვსილს; მას ეკუთვნის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

    ქრისტესშობა 2025

    ✠ ბართლომეოს კონსტანტინოპოლელი

    თქვენ ყოველთათვის მხურვალედ მვედრებელი წინაშე ღმრთისა

    ეს ეპისტოლე იკითხოს ტაძრებში, ქრისტესშობის დღესასწაულის საღმრთო ლიტურგიაზე, წმიდა სახარების წაკითხვის შემდეგ.

    – – – – – – – – – – – – – – 

    [1] ლკ. 2:14.

    [2] მთ. 1:23.

    [3] ნიკოლოზ კაბასილა, ქრისტეში ცხოვრების შესახებ, VI, PG 150. 660.

    [4] საქმ. მოც. 8:1.

    [5] იხ. 1 კორ. 8:1.

    [6] ინ. 8:1.

    [7] სხვადასხვა ტექსტები ღმრთისმეტყველებისა და ღმრთაებრივი იკონომიკის შესახებ X, 8, PG 90.1181.

    [8] ებრ. 13:14.

    [9] პარაგრაფი 4.

    [10] ეფ. 2:14.

    [11] ებრ. 13:8.

    [12] შდრ. ლკ. 2:10.

    Latest News

    Schedule of Sacred Services of the Holy Twelve days of Christmas at the Patriarchal Church (2025-2026)

    22/12/2025

    Patriarchal Encyclical for Christmas 2025

    20/12/2025

    Love in Action at the Phanar: How the Ecumenical Patriarchate Cares for Its Flock

    19/12/2025

    His All-Holiness Ecumenical Patriarch Bartholomew Keynote Remarks “The Sacredness of Space and Dialogue” – 12th International Academic Consultation between Judaism and Orthodox Christianity, Theme: “Sanctity of Place – Sanctity of Space (December 8, 2025, Geneva, Switzerland)

    11/12/2025

    Useful Links

    • Ancient Patriarchates
    • New Patriarchates
    • Autocephalous Churches

    Follow Us


    Terms of use
    Privacy Policy

    Navigation

    • The Patriarch
    • The Patriarchate
    • News
    • Resources
    • The Patriarchal Church
    • Holy Churches and Pilgrimages

    Contact

    Postal Address

    Rum Patrikliği, Dr. Sadık Ahmet Cad. No. 19,
    34083 Fatih-İstanbul, TURKIYE
    Tel: +90 (212) 531.9670 – 6

    Office of Press And Communications

    Director – Nikolaos-Georgios Papachristou
    Email: ecpatr.pressoffice@gmail.com

    Copyright © 2026 Ecumenical Patriarchate

    This website uses cookies to improve your experience. We'll assume you're ok with this, but you can opt-out if you wish. Cookie settingsACCEPT Reject
    Privacy & Cookies Policy

    Privacy Overview

    This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these cookies, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may have an effect on your browsing experience.
    Necessary Always Enabled

    Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. This category only includes cookies that ensures basic functionalities and security features of the website. These cookies do not store any personal information.

    Website is under development

    New content will be added soon
    We are sorry for the inconvenience

     

    Continue in the greek version

    Η ιστοσελίδα είναι υπό ανάπτυξη

    Σύντομα θα προστεθεί και νέο περιεχόμενο
    Λυπούμαστε για την ταλαιπωρία